სანამ ტრამპი მუშაობს, ობამა მემუარების საწერად ემზადება – როგორია იყო პრეზიდენტი?

ამირან სალუქვაძე

რამდენიმე საინტერესო ამერიკული ინფო:

1. სახელმწიფო დეპარტამენტი დიდი რაოდენობით ზედა რგოლის მენეჯერმა დატოვა იმ მოტივით, რომ არ ეთანხმებიან ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკას ( ჩვენთანაც მოხდა მსგავსი, 2012- ში). ეს ფაქტი ახალ სახელმწიფო მდივანს მუშაობას გაურთულებს.
კონკრეტულად რას არ დაეთანხმნენ სახ.დეპარტამენტის ტოპ მენეჯერები, რა ახალი დავალებები მიიღეს, რომელთა გამო მათ პროტესტი გაუჩნდათ, გასაანალიზებელია. თუმცა, CNN-ის ინფორმაციით კი სახელმწიფო დეპარტამენტის ჩინოვნიკთა გადადგომა ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნით მოხდა.

2. ამ დროს დონალდ ტრამპი ტერეზა მეისთან შესახვედრად ემზადება, რომელმაც უკვე გადააწყო საგარეო რიტორიკა და მოარგო ტრამპის განცხადებებს: ჩვენ სხვა სახელმწიფოებს თავს არ მოვახვევთ ჩვენს წესებს, ისაუბრა რუსეთთან თანამშრომლობაზეც..
საინტერესო იქნება ტრამპ- მეის ერთობლივი პრესკონფერენცია.

ტრამპი აგრძელებს ცოტა ძილს და ბევრ მუშაობას. ცნობილია, რომ ღამეში 4 საათი ძინავს, დილით 6 საათზე დგება ( სხვათაშორის, ბიძინა ივანიშვილი 5 საათზე დგება).

ღამეს ტრამპ- თაუერში ატარებს, სამუშაო შეხვედრებს კი ოვალურ კაბინეტში.

ცოტა ძილის მიუხედავად, ვერ მოასწრო ობამას მიერ პალესტინისთვის გამოყოფილი 221 მილიონიანი ტრანშის გაყინვა, ადრესატმა მოასწრო ტრანზაქციის მიღება.

ხვალ კი პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.

3. სანამ ტრამპი მუშაობს, ობამა მემუარების საწერად ემზადება, – როგორია იყო პრეზიდენტი? მას ასეთ მოგონებებში 20 მლნ შესთავაზეს. ობამამ, წერა მიჭირს და სპიჩრაიტერების იმედი მაქვსო.

კომენტარის დატოვება