ტრამპი მედიკამენტებზე ფასების შემცირებას მოითხოვს

აშშ-ს პრეზიდენტი ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და წამლის წარმოების სფერო მიმოიხილა. შეხვედრის ფარგლებში ტრამპმა მოუწოდა მწარმოებლებს სამკურნალო პრეპატარებზე ფასები შეამცირონ, თავად კი დაჰპირდა რომ დააჩქარებს საკვები პროდუქტებისა და სამკურნალო პრეპარატების კონტროლის დეპარტამენტის ახალი უფროსის დანიშვნას და ქვეყანაში წარმოების გაზრდას.

პრეზიდენტის თქმით ეკონომიკური მდგომარეობის გამო ამერიკული კომპანიები იძულებულნი გახდნენ სხვა ქვეყნებში ეწარმოებინათ პროდუქცია, თუმცა ახლა მათ მიეცემათ მუსაობის უფრო დიდი საშუალება.

უფრო ადრე კი ცნობილი გახდა, რომ ტრამპი ხელს მოაწერს განკარგულებას კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ.

კომენტარის დატოვება