“ხელისუფლებაში მოსვლის სურვილით, „ოცნებაში“ ცხვარი და მგელი ერთად ძოვს…”

„ქართული ოცნების“ მხრიდან  წალკადმანისის მაჟორიტარობის კანდიდატად კახა ოქრიაშვილის  დასახელების შემდეგ არ ცხრება ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება. რაიონში საარჩევნო პლაკატები უკვე გამოჩნდა. ადგილობრივები ამბობენ, ხელისუფლებაში მოსვლის სურვილით, „ოცნებაში“ ცხვარი და მგელი ერთად ძოვსო.

-„წინასაარჩევნოდ, საზოგადოებამ პირველი დარტყმა, ქართული ოცნების მაჟორიტარული სიის მრავალფეროვნებით მიიღო. აქ ცხვარი და მგელი ერთად ძოვს, ხელისუფლებაში მოსვლის სურვილმა, ნაცი და ქოცი გააერთიანა. რამდენად გაამართლებს ეს გაერთიანება უკვე ეჭვს იწვევს. ქალაქში კახა ოქრიაშვილის ფოტოები გამოჩნდა, სადაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო ციფრი „41“ წითლად არის შემოხაზული. ფაქტია, ოქრიაშვილს არც თუ იოლი საარჩევნო კამპანია ელოდება.დაუჭერენ თუ არა მხარს ოქრიაშვილს დმანისელები და წალკელები ეს მისი პერსონის წარსულზეა დამოკიდებული.ჩვენ ყველაფერი გვახსოვს“-ამბობენ ადგილობრივი ამომრჩევლები.

როგორც ჩანს ოქრიაშვილის კანდიდატურა არც არასამთავრობოების ნაწილს მოეწონა.

ოქრიაშვილის დასახელების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი „ოცნებას“ საარჩევნო სიაში „ნაციონალების“ წარმომადგენლების ჩასმასა და კოჰაბიტაციის გაგრძელებაში ადანაშაულებს.

ნატალია ხოხიაშვილი

„ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“

-„კახა ოქრიაშვილი წალკა-დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან, პორტირებული ნაცი!“-წერს ხოხიაშვილი და ფოტოსაც აქვეყნებს.

13900131_1222845801080631_1903889843238446536_n-300x184

ოქრიაშვილზე წერს „თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილიც.

-„ქართული ოცნების კიდევ ერთი ნაციონალი მაჟორიტარი – კახა ოქრიაშვილი!
პენსიონრების ყაჩაღი PSP- მფლობელი!!!
  კოაბიტაცია კი არა შეხმატკბილებასა და დამყნობას ვუწოდებდი იმას რაც ხდება!
წალკასა და დმანისში კახა ოქრიაშვილის კანდიდატურა არის წარდგენილი – წალკელებო და დმანისელებო არ შეცდეთ!“

 

 

 

 

კომენტარის დატოვება