პოროშენკო: ყველაზე მეტად მე მინდა რუსეთს სანქციები მოეხსნას!

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ გერმანული გაზეთისთვის Berliner Morgenpost მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველაზე მეტად მას უნდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მოიხსნას.

-„იცით ვის უნდა ყველაზე მეტად, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მოიხსნას? ვის და პოროშენკოს, რადგან ამას წინ წაუსწრებს რუსეთის ჯარების გაყვანა ჩვენი ქვეყნიდან და ასეთ შემთხვევაში უკრაინა შეძლებს დაიბრუნოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. თუ სანქციები სერბილდება, ეს გამოიწვევს რყსეთის აგრესიის გაძლიერებას. რუსეთი თუ დაინახავს შერბილებულ ტონს, შეუძლია დაემუქოს ევროპასაც“-განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით „სანქციები მუშაობს“ და „რუსეთი გეგმავს თავის აგრესიას საკმაოდ დიდი ფასი დაადოს“.

– „რუსეთში ცხოვრება გაჭირდა, რუბლი კი კარგავს წონას სანქციების გამო“-დასძინა პოროშენკომ.

ცნობილი გახდა, რომ პოროშენკო აპირებს ჩაატაროს რეფერენდუმი უკრაინის ნატოი გაწევრიანების თაობაზე.

 

კომენტარის დატოვება