საქართველოს ქალთა საბჭომ ციხელაშვილების ოჯახს დახმარება და საჩუქრები გაუგზავნა

რამდენიმე ხნის წინ საქართველოს ქალთა საბჭომ დუშეთში მცხოვრები ემზარ ციხელაშვილის ოჯახის სავალალო მდგომარეობაზე ინფორმაცია გაავრცელა.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%94/

ქალთა საბჭომ მაშინ თავის წარმომადგენლებს მიმართა და ოჯახის დასახმარებლად მობილიზაცია გამოაცხადა. და აი, გუშინ საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა ქეთევან გაბრუაშვილმა 7 სულიან ოჯახს სხვა ნივთებთან ერთად 100 ევრო გაუგზავნა, რომელიც ემიგრანტებმა სპეციალურად ამ ოჯახისთვის შეგროვეს.

-„ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ ფიქრია კუჭუხიძემ იტალიაში დადგა შემოწირულობების ყუთი, ეს ყუთი თვის ბოლოს გაიხსნა და შეგროვილი 100 ევრო ციხელაშვილებს გამოუგზავნეს. ფიქრიასთან ერთად მადლობას ვეუბნებით ამანათების გზავნილების ოფისის ხელმძღვანელს მზია ბენდელიანს. მათ გამოგზავნეს  ტვირთიც, რომელიც გადავეცით ოსეთის ქალთა საბჭოს გასანაწილებლად. მინდა  მადლობა ვუთხრა ფულადი გზავნილების ხელმძღვანელს, გიორგი მაცკეპლიძეს და სინიორა ლილიანა ლი მარტინოს, რომელიც ყოველთვის გასცემს საქველმოქმედო დახმარებას სხვადსხვა სახით ქველმოქმედებისათვის საქართველოს შეჭირვებულებისთვის“-განაცხადა ქეთევან გაბრუაშვილმა.

მალე კი ქალთა საბჭო ციხელაშვილებს ოჯახისთვის საჭირო ნივთებსაც მიაწვდის.

 

კომენტარის დატოვება