Facebook და Google ინფორმაციების ნამდვილობის გადამოწმებას იწყებენ

მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ Facebook ინფორმაციების ნამდვილობის გადამოწმებას იწყებს.

Facebook, Google და სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტო გამოვიდა ინიციატივით, რომ დაიწყოს კამპანია, რომლის დროს დაიბლოკება „ფეიკი“ ნიუსები.

განსაკუთრებით გამკაცრდება კამპანია საფრანგეთში საარჩევნო მარათონის და არცევნების დროს. Facebook-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ითანამშრომლებენ საფრანგეთის წამყვან სააგენტოებთან, რათა გადამოწმდეს ყველა ინფორმაცია და დადგინდეს ნამდვილობა.

ანალოგიურ კამპანიას იწყებს Google სახელწოდებით „გადამოწმება“.

აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიებმა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიიღეს. Facebook და Google არაერთხელ დაადანაშაულეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში.

კომენტარის დატოვება