მამა სერაფიმე: ჟურნალისტებს ვთხოვ გააზიაროთ-ყველას გთხოვთ შენდობას…(ვიდეო)

ცამეტი წმინდა  ასურელი მამის მონასტრის წინამძღვარი, ასირიელი მღვდელი მამა სერაფიმე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ჟურნალისტებს პოსტის გავრცელებას სთხოვს.

მამა სერაფიმეს მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“ჟურნალისტებს ვთხოვ გააზიაროთ – ყველას გვახსოვს ეს ჩემი პირდაპირ ეთერში გამოსვლა ეს ის დროა როცა ფეხზე ძლივს ვდგებოდი და ეჭვი გვქონდა რომ ონკოლოგია მქონდა და დამაწვინეს პიტერბურგში გამოსაკვლევად მართლა რთული პერიოდი გავიარე მაგრამ თუ ეს რომელიმეს დაგაბრკოლათ ყველას გთხოვთ შენდობას”

უფალი დიდმოწყალეა და მამაო აუცილებლად გამოჯანმრთელებული დაუბრუნდება თავის მრევლს.

 აქვე გთავაზობთ მამა სერაფიმეს რჩევას, რომელიც მასთან სტუმრობის დროს მოგვცა.

-„როგორც გინდა შენ მოგექცეს ადამიანი, ისე მოექეცი მას შენ! ეს მაცხოვრის სიტყვებია. ხომ გინდა, რომ შენ კეთილად მოგექცნენ, ამიტომ შენც მოექეცი კეთილად. შური, ბოროტება…ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობს სიკეთე. ძველ აღთქმაში ღმერთის შესახებ ვერსად ვერ ვკითხულობთ, რომ ის არის სიყვარული. არის ერთი ადგილი-იყო წყალდიდობა და არ იყო იქ ღმერთი, იყო ქარიშხალი და არ იყო იქ ღმერთი, იყო ცეცხლი და არ იყო იქ ღმერთი, იყო სიო და იქ იყო ღმერთი… ადამიანი, როცა თავის შინაგან მდგომარეობას მოაწესრიგებს, ჩვენი სული თავისი წარმოშობით არის ქრისტიანი, ის ეძებს სიმშვიდეს, სიმშვიდე კი ღმერთშია. ყველას გისურვებთ მოიპოვოთ სიმშვიდე, ოღონდ ღმერთში!“

კომენტარის დატოვება