კალაძის საარჩევნო შტაბი დღეს 19:00 საათზე გაიხსნება

დღეს, 26 აგვისტოს, 19:00 საათზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გაიხსნება.

შტაბს პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. დღესვე, შტაბის ხელმძღვანელს წარადგენს თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე.

მისამართი: კოსტავას N14 (გამომცემლობა „სამშობლოს“ ყოფილი შენობა)