შევარდნაძესაც ეგონა, სააკაშვილსაც… ახლაც ხელისუფლება ვერ ხედავს ვერანაირ საფრთხეს!..

სოსო მანჯავიძე

-“კარგად მახსოვს,შევარდნაძეს და მის გუნდს ეგონათ,რომ ყველაფერი დალაგებული ჰქონდათ. საფრთხეს არსაიდან ელოდნენ. განვითარდა სრულიად არაპროგნოზირებადი მოვლენები.
მოვიდა სააკაშვილი.

მერე სააკაშვილს ეგონა,რომ ყველა ნაყიდი და კომპრომეტირებული ჰყავდა.
მოხდა სრულიად წარმოუდგენელი რამ,( ამის უშუალო მონაწილე ვიყავი)ყველაფერი აირია,რაც დალაგებული ჰქონდათ.

მოვიდა 2012 წლის ოქტომბერი.

ახლაც ხელისუფლება ვერ ხედავს ვერანაირ საფრთხეს,მათაც დალაგებული ჰგონიათ ყველაფერი.
არადა,როდესაც ასე გგონია,მაშინ ელოდე საფრთხეს.

რადგან კაცი ბჭობდაო და ღმერთი იცინოდაო,-ნათქვამია.

ანუ,მისი უდიდებულესობა შავი გედი,რომლის ამოფრენაც ყოველთვის,ყველგან და ყველასთვის მოულოდნელია”