ისრაელის საიდუმლო ტანკი “Pereh”

ისრაელის სამხედრო ცენზურამ საბოლოოდ მოხსნა აკრძალვა ისრაელის არმიის შეიარაღების ერთერთ ყველაზე გასაიდუმლოებულ სამხედრო პროექტის ფოტოებისა და მონაცემების გავრცელების შესახებ. საქმე ეხება ტანკის შასიზე აწყობილ მობილურ გამშვებ დანადგარს რომელიც გამოიყენებს მაღალი სიზუსტის რაკეტებს “Tamuz”, ამ რაკეტების შესახებაც სულ ახლახანს მოიგსნა აკრძალვა. საბრძოლო მანქანის დასახელებაა פרא (“Pereh”), ქართულად “ველური ვირი”.

მიუხედავად იმისა რომ მისი კოშკურა ბრუნავს და მას ასევე გააჩნია ლულა, “Pereh” არ არის არვ ტანკი და არცს სარაკეტო ტანკი.

გარეთა ხედი არის უბრალოდ შენიღბვა, ხოლო მისი ლულა დამზადებულია უბრალო მსუბუქი მეტალისაგან.

ამ რაკეტის ეფექტური მოქმედების მანძილი შეადგენს 25 კილომეტრს.ყველა რაკეტა კონტეინერშია განთავსებული და 71 კილოგრამს იწონის. რაკეტის ტრაექტორიაზე ფრენის საშუალო სიჩქარე შეადგენს: 130—180 მეტრს წამში და თავისუფლად ანგრევს 1000 მილიმეტრი სისქის ფოლადის ჰომოგენურ ჯავშანს. კომპლექსის გამოყენების ტემპერატურული ზღვრებია  −32 -დან + 49-მდე და  შეანხა შესაძლებელია −45 -დან + 71-მდე.

დასახული ამოცანების მიხედვით რაკეტია შესაძლოა აღიჭურვოს სხვადასხვა ტიპის საბრძოლო თავაკებით — კუმულატიური, მსხვრევადი, მრავალფუნქციონალური.

შემმუშავებლების თქმით რაკეტა აღჭურვილია სატელევიზიო დამიზნების სისტემით და მას მაქსიმალურ მანძილზე შეუძლია მონეტის ზომის სამიზნის დაზიანება.მათი თქმით ეს რაკეტა დღეისათვის ყველაზე ზუსტი რაკეტაა მსოფლიოში.

ტანკის თავისებურება შემდეგშია-მისი გარჩევა არცთუ ისე ადვილია ძირითადი საბრძოლო ტანკისაგან «Merkava».მანქანაზე სპეციალურად დაყენდა მსუბუქი ელემენტები რომელიც მას სხვა ტანკს ამსგავსებდა. კონსტრუქტორებმა მასზე ასევე დააყენეს ძირითადი ქვემეხის მაგვარი მილი. ამდაგვარმა შენიღბვამ “Pereh” ბრძოლის ველზე არაფრით არ გამოირჩეოდა სხვა ძირითადი საბრძოლო ტანკებისაგან,ასევე სატანკო კოლონის გადაადგილებისას აზრად არავის მუვიდოდა რომ ეს არ იყო ტანკი «Merkava».

სპეციალისტებმა ეს ყველაფერი ახალი მანქანის უსაფრთხოებიდან გამომდინარე შექმნეს. არავისთვიუს საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ მოწინააღმდეგე ბრძოლის ველზე პირველ რიგში ნადირობს ყველაზე ნაკლებად დაცულ სამიზნეებზე,როგორებიც არის მობილური სარაკეტო დანადგარების უმეტესობა.Pereh-ის კორპუსის ჯავშნის სისქე შეადგენს 100 მილიმეტრს და ის დამატებით გაძლიერებულია დინამიური დაცვით, მანქანის კორპუსის უკანა ნაწილის ჯავშნის სისქეა სულ რაღაც 60 მილიმეტრი. ეს ბევრად მეტია ვიდრე მისი დასავლური ანალოგებისა მაგრამ თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგი კომპლექსებისაგან ეს ჯავშანი მანქანას განადგურებისადან ვერანაირად ვერ იხსნის. საკუთარი ჯავშნის გარდა მას გააჩნია ძირითადი საბრძოლო ტანკის «Merkava» შესახედაობა,რომელიც ასრულებს დამატებითი «უხილავი ჯავშნის» როლს. მტერი კარგად დაფიქრდება ესროლოს ამ ფსევდომერკავას თუ იპოვოს უფრო ადვილი სამიზნე.

armada.ge