ოდესმე რუსეთს მოუწევს საზღაურის გადახდა…

ოთარ ფანცულაია

“დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი

რამდენი მართებს რუსეთს საქართველოს ვალი?
დავითვალოთ:

– საქართველოს რეგიონებში სეპარატიზმის გაღვივებისთვის და ომის პროვოცირებისთვის;
– საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული არაერთი ძალადობრივი, არაჰუმანური აქტისთვის და 3 ომის წარმოებისთვის;
– ეთნიკური წმენდისთვის და ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის მოსპობისთვის;
– 450 000 ადამიანის საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან გამოდევნისთვის;
– საერთაშორისო ხელშეკრულებების იგნორირებისთვის;
– ჩვენი მიწის სამხედრო დანიშნულებით გამოყენებისთვის;
– რუსეთის ტერიტორიიდან ეთნიკური ნიშნით ქართველთა მასიური დეპორტაციისთვის;
– აფხაზეთსა და ცხინვალში ქართული ისტორიული ძეგლების განადგურებისთვის, ქართველთა საცხოვრებელი სახლების მისაკუთრებისთვის, ქართული სოფლების მასიური გადაწვისთვის;
– გაგრისა და სოხუმის დაკავების შემდეგ იქ ჩარჩენილი მოხუცების, ქალების, ბავშვების, ქართველი ტყვეების, ჯალათურად დახოცვისთვის;
● ● ●
დაითვალეთ?
ოდესმე რუსეთს მოუწევს საზღაურის გადახდა.