აშშ-ს ასეთი დიდი მხარდაჭერის ფონზე, ხელსაყრელი მომენტია რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებისთვის!

“მემარცხენე ალიანსის” გენერალური მდივნი, სოსო შატბერაშვილი პრემიერის ამერიკაში ვიზიტს აფასებს და ამბობს:
-“მიხარია და თქვენი არ ვიცი! მიშა პუდელივით კუდს რომ უქიცინებდა ბუშს რა მოვიგეთ იქნებ მითხრათ, ბუშის ქუჩას სახელი უნდა გადაერქვას და მას ამერიკის ქუჩა უნდა ეწოდოს!!! თუმცა ამერიკის ქუჩა თბილისში უფრო სოლიდური უნდა იყოს. აქვე ვიტყვი ჩემს აზრს—აშშ-ს ასეთი დიდი მხარდაჭერის ფონზე, ზუსტად ხელსაყრელი მომენტია რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებისთვის! ხელისუფლებას მოვუწოდებ იფიქროს ამაზე!!!”