“სადაც ჩავდივარ, ყველა დედას აგინებს თავის დეპუტატს, არ ჩამოდიან, არ გვკითხულობენო…”

თვითმმართველობის რეფორმა და საარჩევნო სისტემა გააკრიტიკა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა. მან მიმართა მმართველ გუნდს და ურჩია ჰკითხონ ამომრჩეველს რა სჭირდება.

„მე უდიდეს პატივს ვცემ მაჟორიტარებს და  ხშირად მუსირებს ეს აზრი, აბა ჩადით რაიონებში, იკითხეთ უნდა თუ არა ხალხს მაჟორიტარი დეპუტატი. მე გეუბნებით, სადაც მე ჩავდივარ, ყველა დედას აგინებს თავის დეპუტატს. არ ჩამოდიან, არ გვკითხულობენ, ხალხის პრობლემებს არ ეცნობიან” -განაცხადა ინაშვილმა.