ხმაური ივანიშვილის რეზიდენციასთან

ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები გამოძიების დროულად ჩატარებას ითხოვენ. მათ ივანიშვილის სახლის წინ კარვის დადგმა სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის უფლება არ მისცა.

ისინი ბიძინა ივანიშვილისგან დახმარებას ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ის ქვეყნის არაფორმალური მმართველია.

დაზარალებული მოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ შენობაში ხანძარი განზრახ გააჩინეს. ისინი ბავშვთა სამყაროს დირექტორის, შენობაში შემავალი კონტრაქტორი კომპანიების, ხელმძღვანელი პირების და დაცვის სამსახურის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები იმასაც აცხადებენ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პასუხისმგებლობაც იკვეთება.

დაზარელებულებთან აქციაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი იმყოფება.