“ძალიან ჭკვიანი ტიპი ყოფილა ბიძო, იდეალურად გათვალა…”

ოთარ ფანცულაია

“დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი

-“ძალიან ჭკვიანი ტიპი ყოფილა ბიძო, იდეალურად გათვალა.. იმდენი მრავალწახნაგოვანი “რეფორმა” შემოაქვს, რომ საზოგადოება აღქმა-გაანალიზებას ვერ ასწრებს და ყოველი მათგანი იწვევს ცხარე პოლემიკას. ამით საზოგადოება კიდევ უფრო იხლიჩება. დაყავი და იბატონე..

ინვესტიციები? სატყუარა თივაა. თქვენ გგონიათ ლუჟკოვს გზა აებნა და შემთხვევით მოხვდა თბილისში? ქართულ მიწებს შეიძენენ ძირითადად რუსები, რაც მათ მორჩებათ – თურქები და არაბები. ამ რეფორმით კიდევ უფრო მყარად მოვექცევით რუსული გავლენის ქვეშ. მოკლედ, ამ ე.წ. “რეფორმის” “დიადი მიზანი” ადვილად იკვეთება.

რეფორმა გარდაუვალია და ის უპირობოდ უნდა ჩატარდეს დასავლური გამოცდილების გათვალისწინებით – მკაცრი რეგულაციებით, საქართველოს მოსახლეობის და სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით!”