„ამის მხილველს ყველაფერი დამავიწყდა…მართლა ასე წავხდით?…“

საგენტოზე გავრცელებულ მასალას, სადაც სოციალურ ქსელში გავრცელებული, უცნობი ჯარისკაცების საფლავების ამსახველი ფოტოებია აღბეჭდილი

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%95/

და ასევე ამ ფოტოებზე დავით ნემსაძის კომენტარს, რომ სავარაუდოდ ჯარისკაცები აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები არიან,

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a4%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%90/

„პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის“ დევნილთა ორგანიზაციის აფხაზეთის სექტორის კურატორი, თავად დევნილი მარინა ჩაჩუა ეხმიანება და საკმაოდ აღელვებული წერს:

-„რეფორმები-რეფორმებისთვის და ყოველ ჯერზე არსებულს ანაცვლებს უარესი… ყველაფერს აიტანს ადამიანი და ეს დადასტურდა ბოლო მეოთხედი საუკუნის მაგალითებით, მაგრამ ახლა ამის მხილველს ყველაფერი დამავიწყდა და ვთქვი – რას მივედ-მოვედებით ხალხო, ვინა ვართ? რა ვართ?ან რისთვის ვართ მოვლენილი ამ ქვეყანაზე? მართლა ასე წავხდით? თითოეული ჩაუღრმავდით საკუთარ თავს, როცა პირადი პრობლემის ქვეშ დგებით და ამბობთ- რა დავაშავე ასეთი, ღმერთო?… და ვერ ვაცნობიერებთ, რომ ასეთ რამეს რომ გაატარებ და პირად პრობლემას წინ წამოწევ, წამხდარი ხარ,აბა, არა ხარ? წამხდარს რა არჩევანი შეუძლია გააკეთოს? ირჩევს წამხდარს და საბოლოოდ და ეს მერამდენედ!!!

შედეგად “წამხდარი” ხელისუფლებები ანაცვლებს ერთმანეთს. შემედავე, ხელისუფალო, ვინც არ უნდა იყო და მითხარი რომ ასე არ არის, მაშ ეს რა არის? ეს რა არის გეკითხები? ამის შემხედვარეს სხვა რომ არ იყოს არ გრცხვენია, რა მიზნით მიიწევდი თავპირისმტვრევით სავარძლისკენ? რამ დაგაბრავა და დაგაყრუა ადამიანო?! განა საკუთარ პასუხისმგებლობას არ ვგრძნობ? და მეზიზღება საკუთარი თავი, რომ ახლა ამ წუთს სად წავიდე და რა გავაკეთო არ ვიცი?! თუმცა ვიცი პირველი რაც უნდა გავაკეთო – ვებრძოლო საკუთარ თავს, რომ ჭკუიდან არ გადავიდე, ვინ იცის იქნებ უკვე…??? წავხდი????