აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება

დღეს აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე საბაჟო მონიტორინგის შესახებ 2011 წელს მიღწეული შეთანხმების ამოქმედების საკითხზე იმსჯელებენ, ასევე საუბარი შეეხება სატრანსპორტო კომუნიკაციებს, ექსპორტ-იმპორტის საკითხებს.

კომენტარის დატოვება