„დიმპიტაუროთი“ გაცილებული ზვიადაურის გზა გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში მივიდა (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ზურაბ ზვიადაური საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში დასაქმდა. მას სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის დარგში კონსულტანტის პოზიცია უკავია.

იღბლიანი აღმოჩნდა ყოფილი პარლამენტარისთვის „დიმპიტაუროთი“ გაცილება, თუმცა ოპოზიცია უკვე მოქმედი ხელისუფლების წინა მთავრობასთან მსგავსებაზე ალაპარაკდა. მათი თქმით, დღეს ხელისუფლების საქციელი „ძალიან ჰგავს ნაციონალების მოქმედებას, როცა ყოფილი პარლამენტარები სხვადასხვა მარეგულირებელ კომისიებში დაასაქმეს!  რა თქმა უნდა,  მაღალი ანაზღაურებით!“

გახსოვთ ალბათ,  ზვიადაურის გაცილებაზე საკრებულოს წევრების მიერ შესრულებული სიმღერა, მაგრამ მაინც გავიხსენოთ.

 

კომენტარის დატოვება