“აი, ასე მიიღება საქართველოში კანონები და ჩნდება კითხვა – რატომ?!.”

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი “ ზვიად ტომარაძე, რომელიც საკმაოდ ბევრი კანონპროექტის ავტორია, საქართველოში კანონის მიღების პროცესზე საუბრობს და აცხადებს:

-“გაინტერესებთ საქართველოში როგორ მიიღება კანონები?

1.კანონპროექტი ხომ არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს?

2.კანონპროექტს ხომ არ ექნება გავლენა საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე?

3.კანონპროექტი ხომ არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს?

თუ ეს ოფიციალური ნაწილი (3 კითხვა) გაიარა და ყველაფერი წესრიგშია, არაოფიციალურად, კანონპროექტს მონიტორინგს უწევს სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობოები და ა.შ.

ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ (როგორ ვიცხოვროთ) ნებართვა უნდა ავიღოთ იმათგან, ვისაც თავისი ინტერესები აქვს და საკუთარი ინტერესების რეალიზებას ცდილობს და არა ვიზრუნოთ იმაზე თუ რეალურად რა სჭირდება სახელმწიფოს და მასში მცხოვრებ ხალხს.

რამდენიმე წელია, საქართველოს კანონმდებლობაში ტარდება ძირეულ რეფორმები, არა საჭიროებებიდან გამომდინარე, არამედ ერთიანი გლობალისტური კანონმდებლობის თანხვედრასთან დაკავშირებით!

რატომ უნდა მქონდეს მე და დავუშვათ სკანდინავიელს, ან ევროპის ნებისმიერი ქვეყნის სახელმწიფოს და საქართველოს დაახლოებით ერთნაირი კანონმდებლობა? განა ჩვენი და მათი წარსული, მრწამსი, ისტორია, კულტურა, გეოგრაფიული მდებარეობა, დემოგრაფიული მდგომარეობა, გამოწვევები, პრობლემატიკა, მენტალიტეტი ერთნაირია?

განა შეიძლება ჯანმრთელს და ავადმყოფს ერთნაირი ცხოვრების წესი და რეჟიმი ჰქონდეს?”