რიოს ოლიმპიურმა პრიზიორმა მედალი აუქციონზე გაყიდა

რიოს ოლიმპიურმა პრიზიორმა, პოლონელმა სპორტსმენმა პიოტრ მალახოვსკიმ აუქციონზე  თავისი ვერცხლის მედალი გაყიდა, აღებული თანხა კი სიმსიმნით დაავადებულ პატარა ბიჭს გადაურიცხა.

2015 წლის მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ორგზის ვერცხლის მფლობელი  მალახოვსკი ამით იმ სპორტსმენების საქმეს აგრძელებს, რომლების უკვე წლებია ქველმოქმედებით არიან დაკავებულნი.

2010 წელს ამერიკელმა ჰოკეისტმა მარკ უელსმა ოქროს მედალი გაყიდა და აღებული თანხა ახალგაზრდა მამაკაცის სამკურნალოდ ჩარიცხა.

2012 წელს უკრაინელმა მოქსიორმა ვლადიმირ კლიჩკომ (ვიტალი კლიჩკოს ძმა) ოქროს მედლის გაყიდვით აღებული თანხა საბავშვო სპორტული სკოლების მოწყობას მოახმარა.

პოლონელმა სპორტსმენმა ქალმა ოტილია ენჯეიჩაკმა მედალი გაყიდა და თანხა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ფონდში ჩარიცხა.

კომენტარის დატოვება