სნოუდენი-რუსეთის „საჩუქარი“ ტრამპს?

NBC-ის ინფორმაციით, ამერიკის დაზვერვამ განაცხადა, რომ შესაძლებელია რუსეთმა აშშ-ს გადასცეს ამერიკის სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი ედვარდ სნოუდენი, როგორც „საჩუქარი დონალს ტრამპს“.  

ტელეარხის ინფორმაციით, ამას ადასტურებს სანდო წყარო უშიშროების დამსახურიდან, თავად სნოუდენმა კი განაცხადა, რომ ეს „საჩუქარი“ ადასტურებს რომ მას არასდროს უმუშავია რუსეთის დაკვეთით.

-„უტყუარი საბუთი იმისა, რომ არასდროს მიმუშავია რუსეთზე, არც ერთი ქვეყანა არ ივაჭრებს მისი დაზვერვით“-წერს ტვიტერზე სნოუდენი.

უფრო ადრე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი ედვარდ სნოუდენი დააყენებს საკითხს რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე. რაც 5 წლის შემდეგ მოხდება.

დიმიტრი პესკოვი კი აცხადებს, რომ სნოუდენის გადაცემის საკითხს მხოლოდ მიგრაციის სამსახური ან უშუალოდ პრეზიდენტი წყვეტს. მისივე განცხადებით „სნოუდენი სათამაშო არ არის“.

 

 

 

კომენტარის დატოვება