დიდგორის ბრძოლა – ოქროს ხანის დასაბამი საქართველოს ისტორიაში

1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლაში ქართული არმია დავით აღმაშენებლის (1073 – 1125) მეთაურობით გადამწყვეტ ბრძოლაში ამარცხებს თურქ-სელჩუკთა კოალიციურ ლაშქარს დიდგორის ველზე (მანგლისის მახლობლად, თბილისის მისადგომებთან).

დიდგორის ბრძოლას უდიდესი პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა: ერთის მხრივ მაჰმადიანთა მძლავრი კოალიცია დაირღვა, მისი ლაშქარი კი პირწმინდად განადგურდა. მეორეს მხრივ გაოცებულ თანამედროვეებს საქართველო წარუდგა, როგორც რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო.

1795-e183ace1839ae18398e183a1-e18399e183a0e183ace18390e1839ce18398e183a1e18398e183a1-e18391e183a0e183abe1839de1839ae18390-1939-e183ac
ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება (1122 წელს თბილისი, 1123 წელს კი დმანისი სამეფოს შეუერთდნენ) და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.
ნიშანდობლივია, რომ კიდევ ასი წლის განმავლობაში საქართველო არც ერთ მნიშვნელოვან ბრძოლას არ წააგებს.