5 შვილის დედა ზეწოლაზე საუბრობს და ქუთაისის მერიასთან შიმშილობას იწყებს

დავით ცხვარაძე

სოციალურად დაუცველი 5 შვილიანი დედა ნანა დეისაძე პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს და პროტესტის ნიშნად ქუთაისის მერიის წინ შიმშილობას იწყებს.

ნანა დეისაძე აცხადებს, რომ პოლიცია მას სხვის საკუთრებაში უკანონოდ შეჭრაში ადანაშაულებს. მრავალშვილიანი დედა საქმის სამართლიან გამოძიებას მოითხოვს და ამბობს, რომ მისი საკუთრება თაღლითური გზით გაასხვისეს.

მრავალშვილიანი დედა პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრისას განმარტავს, რომ მეორე მიკრო რაიონში მას იძულებით მოაწერინეს ხელი დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც მან სახლი ერთი დღის ვადაში უნდა დატოვოს.

14089386_304680559894831_408669523_n 14111961_304680823228138_442190793_n

მრავალშვილიანი დედა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აცხადებს, რომ მას და მის მცირეწლოვან შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან.

“ხუთი მცირეწლოვანი შვილი მყავს. რამდენიმე წლის წინ ქმარი ავარიაში მოყვა და ამიტომ სახლი იპოთეკით დავტვირთე. უკვე მეოთხე წელია პერმანენტულად სახლის დაცლას მთხოვენ. ბოლოს ვიღაც უცხოებმა მომაკითხეს. ნასამართლევები ყოფილან და დამემუქრენ, თუ სახლს არ დავცლიდი, შვილებს მომიკლავდნენ. არავინ მაქცევს ყურადღებას. ადგილობრივ ხელისუფლებაში მითხრეს, რომ ჩვენი საქმე არ არისო. სად წავიდე? რა ვქნა, არ ვიცი. ვიწყებ შიმშილობას მერიასთან” – აცხადებს დეისაძემ.

14089386_304680559894831_408669523_n Снимок

ადგილზე “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია იმყოფება, რომელიც ხელისუფლებას საქმით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი სიტუაცია მთავრობას წინასაარჩევნოდ არ გამოადგება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში აცახდებენ, რომ მრავალშვილიანი დედა არ ითხოვს ერთჯერად დახმარებას და მას საქმის გამოძიება სურს, რაც მერიის კომპეტენციაში არ შედის.

კომენტარის დატოვება