„ზოგი მამხნევებს, ზოგი-„მებლატავება“, ზოგი-საქმეს მირჩევს, ზოგი-თანადგომას მიცხადებს და სჯერა გამარჯვების…“

“პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ლაშა სტურუამ უკვე ღიად დააფიქსირა, რომ მერის არჩევნებზე კანდიდატურას დააყენებს. მას მერე, როგორც თავად ამბობს ბევრი წერილი და კითხვა მიიღო.

ლაშა სტურუა

  მას შემდეგ,რაც თბილისის მერობის კანდიდატად არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება გავაკეთე, ჩემს ტელეფონზე, მესენჯერსა თუ მეილზე – შეკითხვები არ წყდება…

– ზოგი დამცინის – “ვის დაკარგვიხარ – შენღა გვაკლდიო?”;
– ზოგი მიუხედავად იმისა,რომ სრულიად არ მიცნობს – სარკაზმითაა აღვსილი;
– ზოგს ჩემი განცხადების სერიოზულობა აეჭვებს;
– ზოგი მითანაგრძნობს, მაგრამ ამავ დროს “მირჩევს” – შევეშვა ამ საქმეს,რადგან – “შანსი არ გაქვსო”;
– ზოგი მებლატავება: -“ბრატ, აქ თბილისია – ზუგდიდი კი არაო  ”
– ზოგი სრულ მხარდაჭერას მიცხადებს და თანამშრომლობის მზადყოფნასაც გამოთქვამს საარჩენო კამპანიის პროცესში;
– ზოგი დარწმუნებულია ჩემს გამარჯვებაში და ასეთ შემთხვევაში ჩემს, როგორც ქალაქის მერის გუნდში მოიაზრებს საკუთარ თავს!
– ზოგს გულწრფელად მოსწყინდა ერთი და იგივე სახეების ყურება და მე, როგორც ახალი თაობის პოლიტიკოსს განმიხილავს და ამის გამო მაძლევს შანსს;
– ზოგი იმედგაცრუებულია და აღარავის, მათ შორის არც მე აღარ მენდობა;
– ზოგი კარგად მიცნობს, იცის ჩემი წარსულიც და აწმყოც, იცის ჩემი შეხედულებებიც, მიზნებიც, ამოცანებიც და სწორედ ამის გამო აქვს ჩემი ნდობა და იმედი მომავალში!

… მოკლედ,როგორც ხედავთ რეაქციები, შეხედულებები, მოსაზრებები და დამოკიდებულებები – სრულიად არაერთგვაროვანი გახლავთ ჩემს – განაცხადზე – ა/წ – ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში – კენჭი ვიყარო – ქ.თბილისის მერის თანამდებობის დასაკავებლად!

 სწორედ ამის გამო თავს ვალდებულად ვრაცხ, კიდევ ერთხელ გავაკეთო პოლიტიკური განცხადება, როგორც სრულიად ახალი პოლიტიკური ძალის ” პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ და ქ.თბილისის მერობის კანდიდატმა…

მე, ლაშა სტურუა (პროფესიით ადვოკატი), ნაცმოძრაობის სისხლიანი რეჟიმის დროს ხუთი წლის განმავლობაში “სინდისის პატიმარი”, სრულიად ახალი პოლიტიკური ძალის ” პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე და ქ.თბილისის მერობის კანდიდატი – სრული პასუხისმგებლობით,
(ნაცნობებისა და უცნობებისთვის,მხარდამჭერებისა და მოწინააღმდეგეებისთვის, სკეპტიკოსებისა და ოპტიმისტებისათვის, შურიანებისა და კეთილგანწყობილთათვის, თანამშრომლებისა და გუნდის წევრებისათვის, მეგობრებისა და მტრებისათვის – ჩვენი მრავალფეროვანი საზოგადოების ყოველი სეგმენტის წარმომადგენელთა გასაგონად) – ვაცხადებ,რომ:

– “დიახ, ჩემი აღნიშნული განცხადება სრული სერიოზულობითაა განმსჭვალული და ვთვლი,რომ მე –
– ჩემი ცხოვრებისეული,პოლიტიკური,საზოგადოებრივი,
პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით;
– ჩემი დამოკიდეულებით, მსოფლმხედველობითა და შეხედულებებით ქვეყნის განვითარების მიმართ;
– ჩემს მიერ შემოკრებილი – უმწიკვლო წარსულის მქონე – პატიოსანი, პროფესიონალი და პატრიოტი გუნდის წევრებით;
– ჩემი მზაობით ვიტვირთო პასუხისმგებლობა დედაქალაქისა და ქვეყნის განვითარებაზე;
– ჩემი ურთიეთობათა მრავალფეროვნებით – საზოგადოების ყველა სოციალურ ფენასთან, მათი პრობლემების შესახებ სრული ინფორმირებულობითა და მათი გადაჭრის გზების ღრმა ცოდნით;
– ჩემი მონდომებით თითოეულ მოქალაქესთან თანამშრომლობით, მათი კომპეტენციის გათვალისწინებით – მათივე პოტენციალის სრული გამოვლენით ვაკეთო ქვეყნისათვის სასიკეთო საქმე;
– და კიდევ მრავალი ფაქტორითა და მოტივატორით, მათ შორის – ჩემი მეცხრე თაობით – თბილისელობით (ნახალოვკელობით);

– ყოველგვარი “უშნო თავმდაბლობის” კომპლექსებისაგან თავისუფალი და სრულიად ჯანსაღი ამბიციით აღვსილი – ვთვლი, რომ მე ვიქნები – დედაქალაქის, ჩემი საყვარელი თბილისის – ღირსეული – ქალაქის მერი!
… ამიტომაც ვაძლევ თავს უფლებას, დავასახელო ჩემი თავი მერობის კანდიდატად და მოგიწოდოთ,რომ დამიჭიროთ მხარი!

– მე ვარ – “თქვენგან”;
– ვმუშაობ – “თქვენთვის”;
– ვიქნები მუდამ – “თქვენთან ერთად!