თბილისის მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თბილისის  მერია, სოციალური ქსელის მეშვეობით, თბილისის მერიის სახელით დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებას ეხმაურება.

დღეს დილიდან, თბილისის მერიის სახელით, სოციალურ ქსელ ფეისბუქის საშუალებით ვრცელდება გარკვეული შინაარსის დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელიც თბილისის მერიას არ ეკუთვნის.

ფეისბუქის გვერდი ( https://goo.gl/usVtNq ), რომელიც ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის ანტირეკლამას ეწევა, არ წარმოადგენს თბილისის მერიის ოფიციალურ გვერდს

(https://www.facebook.com/CityHallofTbilisi ).

მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ინფორმაციის წაკითხვისას და არ დაეყრდნონ ფეისბუქის ყალბი გვერდების მიერ გავრცელებულ ფაქტებს. მსგავსი სახის გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებამდე კი,   მეტი დაკვირვების შემთხვევაში, ვფიქრობთ, შესაძლებელია ყალბი გვერდის უწყების ოფიციალური, ავტორიზირებული გვერდის განგარჩევა.