„გახდით „კრასნოდარის მხარის სოხუმის რაიონი“, არადა დარჩით დამოუკიდებელ ბომჟებად“ (ვიდეო)

ტელეარხ «Россия 1»-ის ეთერში ЛДПР-ს ლიდერმა ჟირინოვსკიმ, მორიგჯერ განაცხადა, რომ აფხაზეთი უნდა შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში სტატუსით „კრასნოდარის მხარის სოხუმის რაიონი“, წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს რუსეთმა უნდა შეუწყვიტოს ფინანსური დახმარება.

-„გინდათ ჩვენთან? გახდით „კრასნოდარის მხარის სოხუმის რაიონი“, არადა დარჩით დამოუკიდებელ ბომჟებად“-განაცხადა ჟირინოვსკიმ.