“ველოდებით პასუხს კითხვებს, როგორც დაგეგმილი დანაშაულის შესაძლო მონაწილეების, ასევე შემკვეთების თაობაზე“

მთავარი პროკურორის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც უწყებამ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი აღკვეთა და დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავა, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა.

განცხადება პრეზიდენტმა საკუთარი facebook-ის გვერდზე გაავრცელა.

„შეშფოთებული ვარ მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც იგეგმებოდა საქართველოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ პროკურატურასთან, ვაკვირდებით გამოძიების პროცესს, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ველოდებით გამოძიების დროულად დასრულებას, რომელიც გასცემს პასუხს კითხვებს, როგორც დაგეგმილი დანაშაულის შესაძლო მონაწილეების, ასევე შემკვეთების თაობაზე.“