„კარგად გვახსოვს შალიკოს არაჯანსაღი დამოკიდებულება საპატრიარქოსა და უწმინდესის მიმართ!’

„მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი კახა ძაგანია შალვა ნათელაშვილის იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც პირველი ლეიბორისტი ამბობს, რომ „პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში, ივანიშვილისთვის გაადვილდებოდა სასურველი საეკლესიო მმართველის არჩევა“.

-„კარგად გვახსოვს მე და ჩემს მეგობრებს შალიკოს არაჯანსაღი დამოკიდებულება საპატრიარქოსა და უწმინდესის მიმართ. 2012 წლის არჩევნების წინ დიდის ამბით, პირჯვრის წერით საპატრიარქოში წავიდა პატრიარქის მოსანახულებლად, ამით ის თვლიდა, რომ ეკლესიური მოსახლეობის საარჩევნო ხმებს დაიმატებდა. ცოტა ხანში დაბრუნდა გამწარებული, ლანძღავდა ყველას და ყველაფერს. თურმე პატრიარქმა არ მიიღო. წარუმატებლობას დღემდე სამღვდელოებას აბრალებს და არა იმას სააკაშვილისგან მილიონობით დოლარებს რომ იღებს (თუმცა ეს მისი სტილია,  ის დამნაშავე არასდროს არ არის)”