“ხმა არ მივეცი, რადგან ეს ფოტო მკვლელობის ამსახველია”

World Press Photo კონკურსის ჟიურის თავმჯდომარემ სტიუარტ ფრანკლინმა განაცხადა, რომ მას ხმა არ მიუცია ფოტოსთვის, რომელზეც თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობაა ასახული.

-„ფოტოს ავტორი, ბურხან ოზბილიჩი ცნობილი ფოტოგრაფია, მაგრამ მე ხმა არ მივეცი, რადგან ეს ფოტო მკვლელობის ამსახველია. მკვლელი და მოკლულ ერთ ფოტოზეა და ასეთი ფოტოს გამოქვეყნება ისეთივე მძიმეა, როგორც ტერორისტების მიერ თავმოკვეთილი ადამიანების ფოტოების“-განაცხადა ფრანკლინმა.

მისი თქმით, ფოტოგრაფია უნდა ემსახურებოდეს კაცობრიობას და არა ძალადობას.

თუმცა იმას, რომ ჟიურის თავმჯდომარეს ხმა არ მიუცია, სულაც არ შეუშლია ხელი ფოტოგრაფისთვის მსოფლიო პრესის ფოტო-კონკურსში გაემარჯვა.