„მამა გიორგი დუმილის უფლებით არ სარგებლობს, აქვს შესაძლებლობა ნებისმიერი ვერსია წარუდგინოს გამოძიებას“

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას ეხმიანება უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი და იმედოვნებს, რომ გამოძიება შეძლებს ყველა დეტალში გარკვევას.

„პროკურატურამ ყველა ვერსიაზე უნდა იმუშაოს და გამოძიება სწორედ იმისთვის არის, რომ ყველანაირი ვერსია განიხილოს, მათ შორის მამა გიორგი ჩვენებებიც. ის დუმილის უფლებით არ სარგებლობს. მას აქვს სრული უფლება, შესაძლებლობა, ნებისმიერი ვარიანტი, ნებისმიერი ვერსია წარუდგინოს გამოძიებას. ჯერჯერობით ამ ეტაპზე საკმაოდ მძიმე სურათია და დარწმუნებული ვარ, გამოძიება ამ მძიმე სურათში გარკვევას შეძლებს,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებისთვის არის დაკავებული.