„მოვუწოდებ პროკურატურას განსაკუთრებული უსაფრთხოების ქვეშ მოაქციოს მამა გიორგი და მისი ოჯახის წევრები“

დემოკრატიული მოძრაობის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე მოუწოდებს სამართალდამცველებს, რომ მაქსიმალურად დაიცვან დაკავებული დეკანოზის ოჯახის წევრები და თავად მამაოს უსაფრთხოება.

-„მინდა მჯეროდეს, რომ ყოველი დღე, რომელიც გათენდება მიძღვნილი იქნება იმ პროგრესთან დაკავშირებით, რომელიც ამ საქმის გახსნასთან დაკავშირებით იქნება მიძღვნილი. მანამდე კი მინდა შევუერთდე სახალხო დამცველის მოწოდებას და მოვუწოდო საქართველოს პროკურატურას, რომ განსაკუთრებული უსაფრთხოების ქვეშ მოაქციოს მამა დიორგი და მისი ოჯახის წევრები. მაქვს მოლოდინი იმისა, რომ ფარდა ეხსნება არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ მთლიანად საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებას“.