ირანის წინააღმდეგ აშშ სამხედრო ალიანსს ჰქმნის

Wall Street Journal რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონი და არაბული ქვეყნები ირანის წინააღმდეგ სამხედრო ალიანსის შესაქმნელად მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ალიანსში შევლენ საუდის არაბეთი, ეგვიპტე და იორდანია. სხვა არაბულ ქვეყნებსაც შესაძლებლობა ექნებათ ალიანსის წევრები გახდნენ.

ალიანსი იმუშავებს ნატოს პრინციპით-ექნება თავდაცვითი ფუნქცია და რომელიმე წევრზე თავდასხმა განიხილება როგორც მთლიან ალიანსზე შეტევა.

უკვე ცნობილია, რომ ირანის წინააღმდეგ სამუშაო ჯგუფებს ამერიკა ისრაელთან ერთადაც ქმნის.