“შეიქმნა. ე.წ. ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესები, რომლებიც პრივილეგიებით სარგებლობენ”

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი დეპუტატი ამბობს: -„ჩვენთან საგადასახადო კანონმდებლობა ძალიან ლიბერალურია, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სახელმწიფო უარს იტყოდა მოგების გადასახადზე, დამატებითი ღირებულების გადასახადზე. ამ ვითარებაში კიდევ დამატებითი ბონუსები და შეღავათები მეწარმეებისთვის, ღირს ახალი საქმეის კეთება რისკად. ისეთი გარემო, როგორიც საქართველოშია მეწარმეობისთვის დიდი ბიძგია გაკეთდეს ახალ-ახალი საწარმოები“

ეთანხმება თუ არა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მანანა ნაჭყებია „ოცნების“ დეპუტატს და როგორი გარემოა დღეს საქართველოში ბიზნესისთვის პოლიტიკოსის აზრით? სწორედ ამ ერთი კითხვით მანანა ნაჭყებიას დავუკავშირდით.

-ეთანხმებით ამ  მოსაზრებას? თქვენი აზრით, დღეს საქართველოში ბიზნესისთვის ან მეწარმეობისთვის როგორი  გარემოა?

-შესაძლოა დღეს ბიზნესს არ ატერორებენ, როგორც სააკაშვილის დროს, მაგრამ ბიზნესისთვის ყველაზე ხელისშემშლელი არაპროგნოზირებადი გარემო და ლარის კურსის ნახტომისებრი ცვლილებებია. ისე გაზარდეს აქციზი, არც კი ჰქონდათ დაანონსებული და პროგრამაშიც არ ეწერათ.

ამავე დროს, მონოპოლიები, ტენდერების არაკონკურენტულ გარემოში ჩატარება და პროტექციონიზმი.  შეიქმნა. ე.წ. ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესები, რომლებიც პრივილეგიებით სარგებლობენ. გრძელდება ერთ ლარად მიწის ან წონების გაფაცემის პრაქტიკაც. სამწუხაროდ არც ისე ნათელი ფერებია, როგორაც გვიხატავენ და თავად ხედავენ.