შიმშილობის მე-10 დღე – „მოსულიყვნენ და თანადგომა მაინც გამოეცხადებინათ“

აფხაზეთში დატყვევებული ქართველი მებრძოლის გიორგი ლუკავას  მეუღლე ლალი ბასარია უკვე მე-10 დღეა შიმშილობს. ის გიორგი ლუკავასთან საუბრის უფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობს, რომ შიმშილობის არ შეწყვეტს.

მოშიმშილე ქალბატონი მთავრობის მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ჯანმრთელობაც უუარესდება.

ცუდად ვარ, ვერ ვსუნთქავ, უკვე მეწებება ფილტვები, რადგან წყალი არ მიმიღია. არ სრცხვენია ხელისუფლებას? ნუთუ არ დააინტერესა ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის იღბალი. მოსულიყვნენ და თანადგომა მაინც გამოეცხადებინათ, ეთქვათ, დღეს ვერ ვახერხებთ, მაგრამ პირობას გაძლევთ ეს კაცი ცოცხალი დაგიბრუნდებათო“-აცხადებს ლალი ბასარია.

ლალი ბასარია შიმშილობას მთავრობის კანცელარიაში განაგრძობს.