“უამრავი ადამიანი მეკითხება: რატომ ვართ გადაშენების პირასო?”

ზვიად ტომარაძე

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი 

-უამრავი ადამიანი მეკითხება: რატომ ვართ გადაშენების პირას, ამჟამად ხომ უფრო მეტი ადამიანი იბადება, ვიდრე გარდაიცვლებაო?

მართალია ახლა გვაქვს ბუნებრივი მატება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ 1980-1989 წლებში (ათი წლის მანძილზე) დაბადებულ ქალთა რაოდენობა შეადგენს – 454 000.

2000-2009 წლებში (ათი წლის მანძილზე) დაბადებულ ქალთა რაოდენობა კი შეადგენს – 236 000.
ამ მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლებში დაბადებულ ქალთა რაოდენობა თითქმის განახევრდა.
80-იან წლებში დაბადებულ ქალებში შობადობა მიმდინარეობს 2020 წლამდე, ხოლო 2020 წლიდან იწყება შობადობა 2000-2009 წლებში დაბადებულ ქალებში. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ 2020 წლიდან შობადობა ამ მონაცემების მიხედვით განახევრდება.

ამის ნიშნები უკვე სახეზეა, კერძოდ: 2014 წელს ბუნებრივი ნამატი იყო 11 548, 2015 წელს – 10 128, 2016 წელს – 5 798.

გარდა ამისა, 2008 წელს საქართველო მეთოთხმეტე ადგილზე იყო მსოფლიოს დემოგრაფიულად ყველაზე დაბერებულ 25 ქვეყანას შორის.