“…ახლა მთავარია ჭკუა მიანც აღმოაჩნდეთ, თუ სიბრძნე არა”

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოვიდა, სადაც იგი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდა. მეუფე პეტრემ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი ეჭვები გამართლდა,

“მადლობა ღმერთს! ჩემი ეჭვები თითქმის გამართლდა 100%-ით. ძალიან დიდ სკანდალში და შარში გაეხვია ეკლესია და ხელისუფლება ერთად… წინა ხელისუფლებისთვისაც არაერთხელ მითქვამს და ამჟამადაც, რომ ბრძენი ადამიანი არასოდეს არ ჩაიგდებს თვს განსაცდელში, ის წინასწარ განჭვრიტავს, რომ აირიდოს თავიდან მოსალოდნელი განსაცდელი. ჭკვიანი ადამიანი კი ცდილობს არსებული მდგომარეობიდან და შექმნილი პრობლემიდან მისი შეცდომით დაშვებული, იპოვოს კარგი გამოსავალი, თუ რამდენად ჭკვიანია იმდენად ახერხებენ ხოლმე გამოსავლის პოვნას. ეხლა მთავარია ჭკუა მიანც აღმოაჩნდეთ, თუ სიბრძნე არა” – განაცხადა მეუფე პეტრემ.