მომავალი თაობის მიერ დანახული ოცნების საქართველო

“მომავალი თაობის მიერ დანახული ოცნების საქართველო,  თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მედიასთან” – სამოქალაქო განათლების ამ დამხმარე სახელმძღვანელოს საშუალებით, კერძო სკოლა ,,ლამპარში“, რომლის დირექტორი დირექტორი თეიმურაზ მენაფირეა, მე-9 ა , მე-9 ბ მე 10 ა და მე 10 ბ კლასის თითქმის ყველა მოსწავლე პედაგოგ ლია მარტაშვილის თაოსნობით ამომწურავად გაეცნო მედიატორის როლს მსოფლიოში და საქართველოში.

მოსწავლეებს ღრმად და საინტერესოდ მიეწოდა თემა „მედიიის ეთიკისა და თვითრეგულირების’’ საკითხები, რა სჭირდება მედიას პროფესიონალიზმის გარდა  კარგად რომ ემსახუროს საზოგადოებას? და უნდა იყოს თუ არა აბსოლიტურად თავისუფალი მედია ?  რას არეგულირებს კანონი და რა რჩება კანონის მიღმა- ამ საკითხების განმარტებისთვის პედაგოგმა ინტერაქტიული მეთოდი გამოიყენა და საფუძვლიანად აუხსნა მოსწავლეებს რაში მდგომარეობს დღევანდელი  მედიის ძირითადი პრობლემები, იცავენ თუ არა მაუწყებლები და ჟურნალისტები ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსი’’-ს პრინციპებს, რა მიიჩნევა მედიის პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებად, როგორი ქცევის კოდექსი აქვს ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს და სხვა საკითხები, რომლის განხილვის შემდეგ ოთხივე კლასს მიეცემა შემოქმედებითი და პროგრამული ამოცანა, გაეკეთებინათ გაზეთები თვით არჩეული თემებზე დამოუკიდებლად.

ეს აქტივობა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ პროცესში ყველაზე ონავარმა მონაწილეებმაც მიიღეს მონაწილეობა. გაშუქდა თემები – ,, ტოტალიზატორი და მისის შედეგები“, ,, ნარკოტიკი და მომხმარებელი’’ ,, ვის ვართმევთ ხელს’’, ,, ჩემი სკოლა ლამპარი“ ,, ქალაქის ტრანსპორტი’’ – უამრავი თემა სოციალური , კულტურული, ეკონომიკური სფეროებიდან და რაც მთავარია , მოსწავლეებმა შეძლეს ობიექტურად შეეფასებინათ დღევანდელი მათი მედია სივრცე და ჟურნალისტების დონე ზოგადად. უნდა ითქვას, რომ კრიტიკა ჭარბობდა და სამართლიანადაც.  ასეთი გაკვეთილები ხელს უწყობს მაყურებლის და მკითხველის მოთხოვნისა და გემოვნების გაზრდას, რაც მომავალში იმის გარანტია იქნება, რომ მოთხოვნა მედიის მიმართ უფრო გამკაცრდება.