მინსკის ცენტრში საპროტესტო მარშზე 1500-2000 ადამიანია გამოსული

ბელორუსიაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაიმართა პირველი ყველაზე მასობრივი საპროტესტო მარში.  მინსკის ცენტრში 1500-2000  ადამიანია გამოსული. .არასანქცირებული მიტინგის მონაწილეები აპროტესტებენ კანონს ე.წ.  ,,უსაქმურებზე დაწესებულ გადასახადს”. მარშის მონაწილეებმა გაიარეს ქუჩები დამოუკიდებლობის პროსპექტიდან გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტრომდე. ამინისტროსთან კი ჯარიმის ქვითრები დაწვეს.

აქციის მონაწილეებს ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ. აქციას მილიცია არ ეწინააღმდეგებოდა და ამ დრომდე არანაირი დაკავება არ ყოფილა, მითუმეტეს, რომ მარში არასანქცირებულია.