რუსი ტურისტების ავტობუსს გაგრაში ქვები დაუშინეს

გაგრაში რუსი ტურისტების ავტობუსს ქვები დაუშინეს, რის შედეგად მგზავრებმა დაზიანებები მიიღეს.

როგორც Apsnylife-ს ავტობუსის მძღოლმა განუცხადა, შემთხვევა ერთ-ერთი რესტორნის სიახლოვეს მოხდა. ავტობუსში 52 მგზავრი იყო.

მისივე თქმით, როცა მგზავრები სხვა ავტობუსში გადაიყვანეს და მანქანა უკვე რამდენიმე მეტრით გასცილდა შემთხვევის ადგილს, ერთი ქვა კიდევ მოხვდა ავტობუსს. მძღოლმა სამარტალდამცველებს რუსეთის საზღვრამდე მიცილება სთხოვა.

სამართალდამცველების განცხადებით, „დამნაშავეები ადგილიდან მიიმალნენ“, ისინი ვარაუდობენ, რომ ქვები ოპოზიციის წევრებმა ისროლეს და ამით პროტესტი გამოხატეს. მომხდარზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.