„დეკანოზის მდგომარეობა სტაბილურია-კომენტარები დილით გაკეთდება“

ამ წუთებში ჩაფიძის კლინიკასთან იმყოფებიან „რესპუბლიკური პარტიის“  წევრები-ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია.

როგორც ხათუნა სამნიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ინფორმაციის ვაკუუმის გამო დეკანოზის ამბის გასაგებად კლინიკაში მივიდნენ.

-„არსად არაფერი ინფორმაცია არ არის, ამიტომ ამბის გასაგებად ადგილზე მოვედით. კლინიკაში, რა თქმა უნდა, არ გვიშვებენ. სტაბილურია ვითარებაო-გვითხრა დეკანოზის  ნათესავმა, რომელიც აქვე ათევს ღამეს. დაცვამ განაცხადა, რომ კომენტარები დილით გაკეთდება“.