„დეკანოზი ბედნიერია, რომ პატრიარქმა ზუსტად ისე შეაფასა, როგორც იყო“

ჩაფიძის კლინიკაში მყოფი დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზს დღეიდან საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაუტარდება. ადვოკატი იმედოვნებს, რომ მამაო დიდხანს არც კლინიკაში და არც საპარიმროში აღარ დარჩება.

-„ხვალიდან საფუძვლიანად ჩაუტარდება. ექიმების თმით, სჭირდება გამოკვლევები, მაგრამ არ არის კრიტიკული მდგომარეობა. მან დამაბარა, რომ გადავცე ყველას, ოჯახს, რომ არ ინერვიულონ და დარწმუნებულია, რომ მალე გამოჯანმრთელდება. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოჯანმრთელების შემდეგ მოხდება გადაყვანა, როცა ექიმები მიიჩნევენ ამას. იმედია დიდი ხანი არ დასჭირდება აქ ყოფნა, ისე როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

მან იცის პატრიარქის განცხადება და ბედნიერია, რომ პატრიარქმა ზუსტად ისე შეაფასა, როგორც იყო. რაც შეეხება მის ჩვენებას, ჩვენებას როდის მიცემს დამოკიდებულია იმაზე, როდის გამოჯანმრთელდება მისი მდგომარეობა. პროკურატურის დამოკიდებულებას, მოგვეხსენება თუ არა ჩვენ ვალდებულება, ამაზე პასუხი არ არის“ – განაცხადა ადვოკატმა.