ზოგი ადამიანის სიკვდილი არაფერია სულიერ სიკვდილთან შედარებით – ჩვენ უდიდესი ბოროტება ავლაგმეთ – გურამ ფალავანდიშვილი

ზოგი ადამიანის სიკვდილი არაფერია სულიერ სიკვდილთან შედარებით – ამის შესახებ ანტი-ლგბტ და მოძალადეობრივი ჯგუფის აქტივისტმა, გურამ ფალავანდიშვილმა ვიდეო მიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყოველთვის აპირებს გამოსვლას ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ.

,,ზოგი ადამიანის სიკვდილი არაფერია სულიერ სიკვდილთან შედარებით. ჩვენ უდიდესი ბოროტება ავლაგმეთ, არა მხოლოდ, მე იქ იყო უამრავი ადამიანი. ჩვენ ყოველთვის გამოვალთ,  ყველას ვერ გავაკონტროლებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გავჩერდეთ.  ჩვენ ვერ გავჩერდებით. თუ სახელმწიფო მანქანა მოინდომებს ხალხის ცემას, ძალის გატარებას, დარბევას მერე შეიძლება ხალხი გამწარდეს და დაიწყოს ანგარიშსწორება” – განაცხადა ფალავანდიშვილმა ვიდეო მიმართვისას.