გია ვოლსკი – ჯიმ რიშს ინფორმაციის დაუზუსტებლობა კარგი მხრიდან არ წარმოაჩენს

სენატორ ჯიმ რიშს ინფორმაციის დაუზუსტებლობა კარგი მხრიდან არ წარმოაჩენს, – ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ამერიკელი სენატორის ჯიმ რიშის განცხადებებს.

მისი თქმით, 5 ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ მომხდარი ძალადობა ემსახურება იმას, რომ საქართველოს შესახებ არასწორი წარმოდგენა შექმნილიყო.

„რასაკვირველია, უკან გადადგმული ნაბიჯია, როცა ოპოზიციური სპექტრი გადაწყვეტს, რომ თავის პოლიტიკურ მიზანს დესტრუქციით მიაღწიოს. რიშს ინფორმაციის დაუზუსტებლობა კარგი მხრიდან არ წარმოაჩენს, მხედველობაში მაქვს ის, რომ ოპოზიციური განწყობის მქონე მედიის მიერ დაქირავებული ექსპერტიც მიუთითებს, რომ კონკრეტული ოპერატორის გარდაცვალება არ არის კავშირში იმ ძალადობასთან, რაც სამწუხაროდ მოხდა. რაც შეეხება ჟურნალისტების მიმართ ძალადობას, ესეც მგონია, გარკვეული კონსპირაციის ნაწილი, რაც მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოებას არასწორი წარმოდგენა შექმნოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე” – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, ის რეგულარულად იმედგაცრუებულია იმით, რაც საქართველოში ხდება.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password