ლუკა სირაძის ძმის განცხადებით, გარდაცვლილ მოზარდს პოლიციაში შეურაცხყოფას აყენებდნენ

მარიამ ახალკაცი

გარდაცვლილ მოზარდს შეურაცხყოფას აყენებდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას მოითხოვდნენ. ლუკა სირაძის ძმამ დღეს დეტალურად გაიხსენა, მოვლენები, რომლებიც პოლიციაში ვითარდებოდა. მისი თქმით, ლუკა დაკითხვისას ცუდად გახდა, თუმცა სასწრაფო სამედიცინო დახმარება არ გამოუძახიათ. ოჯახის ადვოკატი, პოლიციის შენობაში არსებული სათვალთვალო კამერების დათვალიერებას მოითხოვს, რათა ყველა პოლიციელი დადგინდეს, ვისაც მოზარდთან შეხება ჰქონდა.

“საქრთველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრის, რევაზ აჭარიძის განცხადებით, გამოძიებისთვის აუცილებელია ვიდეომასალის დათვალიერება დედასთან მოხდეს.

აუციელებელი არის, რომ დედასთან ერთად მოხდეს ვიდეომასალის დათვალიერება, რომ პირდაპირ მიუთითოს რომელი პოლიციელი რომელ მომენტში რა ქმედებას ახორციელებდა, რომ დავათვალიერებთ ვიდეოსაც გამოძიებას უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება“,-რევაზ აჭარაძე.