“არსად არაა ნათქვამი,რომ ქართული სასამართლო და ქართული პროკურატურა არის პოლიტიკური”.

მარიამ ახალკაცი

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ირწმუნება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხდადებაში “არსად არაა ნათქვამი,რომ ქართული სასამართლო და ქართული პროკურატურა არის პოლიტიკური”.

მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობის მსგავსად ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში “პროგრესია”.

“სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში მინიშნებულია, რომ ისინი გააგრძელებენ ქვეყნის მხარდაჭერას და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის. ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებაა ეს, რომელიც ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში პროგრესია. ამას ჩვენც ვამბობთ, მაგრამ კარგია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს თქვა”, — განაცხადა წულუკიანმა.