ტრამპმა თეთრი სახლის პრეს-მდივნად რესპუბლიკელი შონ სპაისერი დაასახელა

 აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა თეთრი სახლის პრეს-მდივნად რესპუბლიკელი შონ სპაისერი დაასახელა, თავისი პირადი პრეს-მდივანი  კი, ჰოუპ ჰიკსი თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორის პოსტზე დაასახელა.

ცნობილია ისიც, რომ ტრამპმა წინასაარჩევნო კომპანიის დროს მისი კომიტეტის წარმომადგენელი ჯეისონ მილერი კომუნიკაციების დირექტორად, დენა სკავინო კი სოციალური ქსელის ხელმძღვანელად წარადგინა.

ტრამპმა ისინი თავის დამხმარეებადაც დანიშნა.

უფრო ადრე კი ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპმა საარჩევნო კამპანიის ექს-ხელმძღვანელი კონვეი პრეზიდენტის მრჩევლად წარადგინა.

კომენტარის დატოვება