კახაძე: დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც პოლიტიკაში ჩემს მობრუნებას ხელი შეუწყო

ქართული ოცნებიდან,  მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ვლადიმერ კახაძემ საკუთარი არჩევანი , მთაწმინდის 12 უბანზე დააფიქსიარა.

„დიდი მადლობა მთაწმინდელებს, სოლოლაკელებს, ვერელებს, ჩემს მხარდამჭერებს და ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობას,  ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყანა დაუნახავს მის რიგებში როგორც ღირსეული ქვეყანა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც საარჩევნო პერიოდში ჩემს მხარეს ან ჩემი ოპოზიციის მხარეს იდგა. ისინი ზნე მაღლად, კეთილშობილად, პატიოსნად იქცეოდნენ და მათი იმედები უნდა გამართლდეს. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც პოლიტიკაში ჩემს მობრუნებას ხელი შეუწყო, ვინც თავიდან ბოლომდე გვერდით მედგა და პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას ქვეყნის მიმართ. მადლობა იმ ჩემს ოჯახსა და გუნდს, ვისაც მე წარმოვადგენ – „ქართულ ოცნებას“, მადლობა ყველას, ვისაც დღევანდელი დღის სწორი შედეგი გაუხარდება. თბილისის ეს უმშვენიერესი ნაწილი აუცილებლად განახლდება. განახლება იმ გაგებით, რომ დაიწყება შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებისა და რეაბილიტაციის საკითხები. განხორციელდება ახალი თვალსაჩინო პროექტები და შედეგს მოიტანს“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

9 ივნისის არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: #13 შალვა შავგულიძე და #41 ვლადიმერ კახაძე. შეგახსენებთ რომ არჩევნების პირველ ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმათა 41,01% მიიღო, მეორე ადგილზე (36,84%) კი „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე გავიდა.