შავგულიძე: დღეს მთაწმინდიდან დაიწყება ხელისუფლების შეცვლა

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი შავლა შავგულიძე მთაწმინდაზე შვილთან ერთად მივიდა და მედიისთვის კომენტარი გააკეთა , მისი თქმით თუ ამომრჩევლის აქტივობა იქნება დიდი და საკუთარ პოზიციას ამომრჩეველთა უკმაყოფილო ნაწილი , რომელიც უმრავლესობაა , დააფიქსირებს ამ შემთხვევაში ის გაიმარჯვებს.

მხოლოდ ამომრჩევლის აქტიურობით განისაზღვრება ამ არჩევნების შედეგი. ამომრჩევლის დაბალი აქტიურობის პირობებში, ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთი საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს მაჟორიტარად, მაგრამ თუ ამომრჩეველი, რომელიც აღარ ენდობა ივანიშვილის ხელისუფლებას და მიაჩნია, რომ ის შესაცვლელია და ასეთია მთაწმინდის ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი, იქნება აქტიური, მოვა არჩევნებზე და დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას, ასეთ შემთხვევაში დღეს მთაწმინდიდან დაიწყება ხელისუფლების შეცვლა, “– თქვა შავგულიძემ.