აპელოში ბოევიკებმა ჰუმანიტარული კორიდორით სარგებლობისთვის გადასახადი დააწესეს

აპელოში ბოევიკებმა მოსახლეობას მიმართვები დაურიგეს, რომელშიც ნათქვამია, რომ 14 წლიდან  ზევით ასაკის მოქალაქეებმა, რომლებსაც სურთ ქალაქი ჰუმანიტარული კორიდორით დატოვონ, უნდა გადაიხადონ 150 ათასი სირიული ლირა, რაც 300 $-ის ექვივალენტია. ტერორისტების მიერ დარიგებულ ფურცლებში გაცხადებულია, რომ ეს თანხა საძმოს წევრებს მოხმარდება, რომლებიც მუდმივ ბრძოლებში იმყოფებიან.

მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სირიისა და რუსეთის სამხედროებმა გააკეთეს 8 ჰუმანიტარული კოლიდორი, რომლითაც სარგებლობა იმ ბოევიკებსაც შეუძლიათ, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფებებს დატოვებენ და იარაღს ჩააბარებენ.

30 ოქტომბერს, ტერორისტებმა გამოიყენეს ბომბები ქიმიური გაზით, რის შედეგადაც უამრავი მოქალაქე და სირიის ჯარისკაცი დაშავდა. საავადმყოფოში დღემდე რცება ქიმიური მოწამვლით მძიმე მდგომარეობაში მყოფი 46 ადამიანი.

სამხედრო გენერალური შტაბის ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 5 დღის განმავლობაში დაიღუპა 55 მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის 17 ბავშვი და 7 ფეხმძიმე ქალი. 335 ადამიანი კი დაშავებულია, მათგან 30 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

image415908_d98fd4e8acb7a890364ca203895c4a07

კომენტარის დატოვება