“შეცვალეს” წევრები ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლებას ითხოვენ

მოძრაობამ “შეცვალე” მთავრობის ადმინისტრაციასთან ოკუპირებულ გალში, უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
 “შეცვალეს” წევრები ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლებას ითხოვენ. შეკრებილებმა მთავრობას გააქტიურებისკენ მოუწოდეს.
ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა აფხაზეთის ე. წ. დროშის დაწვის გამო 30 სექტემბერს დააკავეს.